წესები და პირობები

ვებგვერდის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს, შეიძინოს ჩვენი პროდუქცია და ისარგებლოს სახლში მიტანის სერვისით;

ვებ გვერდის ყიდვის შემთხვევაში, გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ქართული ბარათების (VISA, MASTERCARD) გადახდა ხდება წინასწარ, შეკვეთის განხორციელების მომენტში. ვებ გვერდზე შეკვეთისას ნაღდი ფულით ანგარიშსწორება არ ხდება;

ვებგვერდზე განთავსებულ პროდუქტს თან ახლავს ფოტო, ზომები და შემცველობა. პროდუქტის შეძენამდე კარგად გაეცანით პროდუქტის აღწერილობას და ზომებს;

საიტზე დაფიქსირებულ პროდუქციის ფასებს განსაზღვრავს კომპანია და უფლებას იტოვებს მოახდინოს მასზე ნებისმიერი ცვლილება;

თუ თქვენ არ გსურთ, რომ ისარგებლოთ ვებგვერდზე არსებული ონლაინმაღაზიით და გსურთ ანგარიშსწორება მოახდინოთ ალტერნატიული მეთოდებით – ანგარიშზე პირდაპირი გადმორიცხვის ან პოს. ტერმინალებიდან თანხის შეტანის გზით, გთხოვთ მოგვმართოთ ჩვენი სოციალური მედიის არხებით Facebook და Instagram გვერდებზე.

მიტანის პირობები

მიტანა ხდება როგორც თბილისის (საკურიერო კომპანიით), ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით, (ძირითადად საქართველოს ფოსტით). „თრიფი“ თავად, საკუთარი ძალებით არ ახორციელებს მიტანის სერვისს, შესაბამისად ვერ ადგენს მიტანის ზუსტ დროს. ონლაინ შეძენისას, მიტანის სერვისს ახორციელებენ დამოუკიდებელი საკურიერო კომპანიები.

მიტანა თბილისში:

საკურიერო მომსახურების საფასური თბილისის მასშტაბით შეადგენს 5 ლარს. მიტანა ხდება შეკვეთის მიღებიდან 1-2 სამუშაო დღეში (შაბათ-კვირა და უქმე დღეები არ ითვლება სამუშაო დღედ. მაგალითად, პარასკევს მიღებული ამანათი შეიძლება ჩაბარდეს ორშაბათს ან სამშაბათს).

თუ თქვენი ადგილმდებარეობა ეკუთვნის თბილისს, მაგრამ არის თბილისის შემოგარენი (წყნეთი, ოქროყანა, წავკისი, და ა.შ.), ამ შემთხვევაში ამანათის ჩაბარების ფასი შეადგენს 10 ლარს. ჩაბარების დრო იგივე 1-2 სამუშაო დღე

თუკი ტექნიკური მიზეზების გამო (შეცდომით მითითებული მისამართი ან ტელეფონის ნომერი, თუ ვერ მოხერხდება ამანათის ჩაბარების დროს, მიმღების მიზეზით, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაკავშირება, თუკი კურიერს არავინ დახვდება მისამართზე და სხვ.) და ვერ მიიღებთ ამანათს, კურიერი მეორე სამუშაო დღეს განმეორებით შეეცდება შეკვეთის მიტანას. თუ ორჯერ ვერ/არ მოხერხდება ამანათის მიწოდება, საკურიერო კომპანია ამანათს გვიბრუნებს უკან. თუკი მომხმარებელს თავიდან სურს ვერ/არ ჩაბარებული შეკვეთის ხელმეორედ მიტანა, ტრანსპორტირების ღირებულება თავიდან იქნება გადასახდელი.

მიტანა რეგიონებში :

საკურიერო მომსახურების საფასური რეგიონებში ხორციელდება ძირითადად საქართველოს ფოსტის მიერ. მიტანის საფასური არის ორნაირი. 1) თუ მოისურვებთ საქართველოს ფოსტის რეგიონის ფილიალში თავად აიღოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი ამანათი, მაშინ გაგზავნის საფასურ შეადგენს 5ლარს. 2) თუ პირად მისამართზე სურს მომხმარებელს შეკვეთის მიტანა, მაშინ ფასი განისაზღვრება შეკვეთის წონის მიხედვით. ფასის დაანგარიშება ხდება მაშინ, როცა გადაწყდება რა რაოდენობას ყიდულობს და რა წონა იქნება შეკვეთის. მიტანა ხდება შეკვეთის მიღებიდან 2-3 სამუშაო დღეში (შაბათ-კვირა და უქმე დღეები არ ითვლება სამუშაო დღედ. მაგალითად, პარასკევს მიღებული ამანათი შეიძლება ჩაბარდეს ოთხშაბათამდე).

ფოსტის ფილიალში შეკვეთის შემთხვევაში ამანთი ჩერდება 1 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიხვიდეთ და აიღოთ შეკვეთა. თუკი პირად მისამართზე მიტანისას კურიერმა, გარკვეული მიზეზების გამო (არასწორი ნომერი, არასწორი მისამართი, არასრული მისამართი, ნომერზე არ პასუხი და ა.შ.) ვერ ჩააბარა შეკვეთა, ამანათი ბრუნდება უკან, ოღონდ რეგიონის ფოსტის ფილიალში, სადაც ინახება 1 თვის განმავლობაში. ამ შემთხევაში შემკვეთს მოუწევს თავად მისვლა ფოსტის ფილიალში და რეგიონის ფოსტის ფილიალში შეკვეთის აღება(უფასოდ). მოცემული მიზეზების გამო მიტანის საფასურის უკან დაბრუნება არ ხდება.

ნივთის გადაცვლა/თანხის უკან დაბრუნება:

თუკი მიღებული პროდუქტი იქნება დაზიანებული ან განსხვავებული პროდუქტზე მითითებული აღწერილობისგან, ჩვენი ხარჯებით ნივთს უკან დავიბრუნებთ და მომხმარებელს მივუტანთ ახალ, დაუზიანებელ პროდუქციას, ან მომხმარებლის სურვილის მიხედვით, დაიბრუნებს ნივთს და თანხა სრულიად ანაზღაურდება.

იმისთვის, რომ მოხდეს დაზიანებული ნივთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება, ამანათის მიღების მომენტში უნდა მოხდეს ნივთის დათვალიერება. წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელმა, იმავე დღეს უნდა მოგვწეროს სოციალური მედიის არხების მეშვეობით (facebook და Instagram), წარმოადგინოს დაზიანებული ნივთის ფოტოები. ფაქტის შესწავლის შემდგომ, მოხდება დაუყოვნებლივი რეაგირება.

დამატებითი ინფორმაცია შეკვეთისას:

თუ შეკვეთისას გსურთ, რომ გავითვალისწინოთ დამატებითი ინფორმაცია (გადავადება, დამატებითი წერილი ადრესატს, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია) უნდა მიუთითოთ შესაბამის ველში. თუ ადრესატი სხვა ადამიანია, კომენტარის ველში მიუთითეთ თქვეი საკონტაქტო ინფორმაციაც.

მიტანის დროის არჩევა: შეკვეთისას, შესაძლებელია მიუთითოთ მიტანის სასურველი დრო (მაგალითად, დღის პირველი ნახევარი, საღამოს 6-მდე და ა.შ.), მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კურიერები მიყვებიან თავიანთ გრაფიკს და შესაძლოა, არჩეული დროის გათვალისწინება ამანათის მიტანის დროს ვერ მოხერხდეს.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა:

ბრენდი შეკვეთის დეტალებს, კლიენტის მონაცემებს (მისამართს, ტელეფონის ნომერს, ბარათის მონაცემებს, სახელსა და გვარს) არ გადასცემს მესამე პირს

www.trippy.ge და ასევე ბრენდის ოფიციალური ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები არის კომპანიის ოფიციალური ვებგვერის მისამართები. მხოლოდ ამ გვერდზე განთავსებული პროდუქციისს შეძენისას ვრცელდება ეს პირობები, სხვა შემთხვევაში, ალტერნატიული წყაროდან შეძენისას, კომპანია არ ადგენს მიტანის პირობებს და წესებს.

ვებგვერდზე რეგისტრაციისას (ასევე შეკვეთის განხორციელებისას), საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესების და პირობების გაცნობითა და თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა

კლიენტის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სიახლეებისა და განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით ინახავდეს/ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის (პირდაპირი მარკეტინგი) და მომსახურების გასაწევად გამოიყენება.

.წ. “ქუქი” (“cookie”) ფაილების გამოყენების პოლიტიკა:

ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარებით თქვენ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ თანხმობას დამუშავდეს, მოგროვდეს და გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია “cookie” და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენგან თანხმობა “cookie” ფაილების გამოყენების შესახებ. თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება მიიჩნევა თანხმობად “cookie” ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით.

“cookie” არის მცირე ზომის მონაცემი, რომელიც იგზავნება ვებ-გვერდის სერვერიდან მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერზე, მობილურ ტელეფონზე, ტაბლეტზე ან სხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობაზე და ინახება ამ მოწყობილობის მყარ დისკზე. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებისას. ბევრ სხვა სასარგებლო დატვირთვასთან ერთად, იგი საშუალებას იძლევა შეინახოს და გადაამუშავოს ინფორმაცია მომხმარებლის და მისი მოწყობილობის ქცევის შესახებ, შენახული ინფორმაციის მეშვეობით ამოიცნოს მომხმარებელი და გააუუმჯობესოს შეთავაზებული სერვისი.

შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდის მიერ “cookie” ფაილების გამოყენების მიზანს წარმოადგენს მომსახურების გაუმჯობესება, ონლაინ შოპინგის მომხმარებლისათვის გამარტივება და ვებ-გვერდის სტატისტიკური მონაცემების მიღება.

ჩვენი ვებ-გვერდი არ იყენებს “cookie” ფაილებს მომხმარებლების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუმცა, გარკვეული დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება იყოს პირადი მონაცემი. მოგროვებული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა. აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ჩვენ მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და კონფიდენციალურად დაცვის პოლიტიკას.

თუ გსურთ, შეზღუდოთ “cookie” ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლა, აღნიშნულის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბრაუზერის ფუნქციას “პარამეტრები”. თქვენი ტექნიკური მოწყობილობის ბრაუზერიდან “cookie” ფაილების წაშლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ მოწყობილობების მომხმარებლის სახელმძღვანელო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით “cookie” ფაილებს.

შოთა კანკავა,
Paliashvili 82
551597977